თავში

აშშ-ში ექიმებმა ადამიანს ღორის გული პირველად გადაუნერგეს

​აშშ-ში ექიმებმა ადამიანს ღორის გული პირველად გადაუნერგეს
აშშ-ში ექიმებმა ადამიანს ღორის გული პირველად გადაუნერგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად ისტორიაში, ადამიანის გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაატარეს. ამან გულის მძიმე დაავადების მქონე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტული ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

მათი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100% წარმატებულია, თუმცა ეს ტრანსპლანტაციის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია, რომლისთვისაც მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. ექიმები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი ახალი გული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადანერგვისთვის ადამიანის ორგანოების უზარმაზარი დეფიციტია, რაც მეცნიერებს აიძულებს, გაერკვნენ, თუ როგორ გამოიყენონ ამ მიზნით ცხოველების ორგანოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system