თავში

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 126,742 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 126,742 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის 126,742 შემთხვევა გამოვლინდა

შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 126 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

აშშ-ში უკვე მეოთხე დღეა რაც კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს წამყვან მეცნიერთა და ექსპერტთა გუნდს დანიშნავს, რომელთაც Covid-19-ის წინააღმდეგ "სამოქმედო გეგმის" შედგენა დაევალებათ. თავად სამოქმედო გეგმა კი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ამოქმედდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში სულ კორონავირუსის 10,182,977 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადებას 243,257 პაციენტი ემსხვერპლა. ხოლო 6 მილიონზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system