თავში

აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

​აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი
აშშ-ში ერთ დღეში COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ეპიდემიას ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ 2 760 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 15 აპრილის შემდეგ ახალი ანტირეკორდი გახდა. მაშინ 2 752 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 273,799-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჟამად აშშ-ის საავადმყოფოებში 100 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში COVID-19 სულ 13,921,374 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system