თავში

აშშ-ში, ერთ კვირაში უმუშევართა რიცხვი თითქმის მილიონით გაიზარდა

აშშ-ში, ერთ კვირაში უმუშევართა რიცხვი თითქმის მილიონით გაიზარდა
აშშ-ში, ერთ კვირაში უმუშევართა რიცხვი თითქმის მილიონით გაიზარდა

აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში 745 ათასი ადამიანით გაიზარდა ამერიკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს. 

ეკონომისტებმა აღნიშნეს, რომ განაცხადების ზრდა ხდება კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფონზეც. ბენეფიციართა რიცხვის ზრდა მიანიშნებს, რომ ჯერჯერობით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველით ეკონომიკის გაუმჯობესებას, ეს ჯერ არ მომხდარა, თუ უახლესი მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ. ადამიანთა საერთო რაოდენობა, რომლებიც რაიმე ფორმით უმუშევრობის შემწეობას იღებენ, დიდია", - განაცხადა მთავარმა ეკონომისტმა.

სამინისტროს ცნობით, აშშ-ში სამუშაო ადგილები ახლა დაახლოებით 10 მილიონით ნაკლებია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system