თავში

აშშ-ში ევროპიდან შესვლა 30 დღით იკრძალება

​აშშ-ში ევროპიდან შესვლა 30 დღით იკრძალება
აშშ-ში ევროპიდან შესვლა 30 დღით იკრძალება

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში  30 დღის განმავლობაში აკრძალულია ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღება. ახალი რეგულაცია ძალაში პარასკევს შუაღამიდან შედის. ტრამპის თქმით, აშშ-ი, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უპრეცედენტო, აგრესიულ და ყოვლისმომცველ ზომებს მიმართავს.

CNN-მა იმ ევროპული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-მა შეზღუდვები დააწესა. ესენია: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

აკრძალვა არ შეეხება დიდ ბრიტანეთის მოქალაქეებსა და თავად ამერიკის მოქალაქეებს. თუმცა, მათ ქვეყანაში შესვლისას უმკაცრესი კონტროლი უნდა გაიარონ.

გარდა ამისა, აკრძალვები არ შეეხება მასშტაბურ სავაჭრო ტვირთებს, რომელიც აშშ-ში ევროპიდან შედის.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირი ვირუსის გავრცელებაზე არასაკმარის რეაგირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროკავშირმა დროულად არ მიიღო უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები და ჩინეთთან და დანარჩენ სახიფათო ქვეყნებთან მიმოსვლის შეზღუდვა ძალიან დააგვიანა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულია 1329 ადამიანი, დაინფიცირების 28 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა. გარდაცვლილია 38 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 15 და მკურნალობის კურსს გადის 1276 პაციენტი, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის 23 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system