თავში

აშშ-ში, ფორტ-ბრეგის სამხედრო ბაზაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

​აშშ-ში, ფორტ-ბრეგის სამხედრო ბაზაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
აშშ-ში, ფორტ-ბრეგის სამხედრო ბაზაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ-ბრეგის სამხედრო ბაზაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაწყებულია გამოძიება. ამის შესახებ ამ ბაზის სამხედროებზე დაყრდნობით გამოცემა Stars and Stripes წერს.

ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი აქვთ მათ ბაზასთან, თუმცა სამხედროები ამბობენ, რომ სიკვდილს იქ მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებული არ არის.

ინციდენტის გამოძიება აშშ-ს არმიის სპეციალურმა საგამოძიებო სარდლობამ დაიწყო.

”გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი”, - აღნიშნული ბაზის განცხადებაში.

ფორტ-ბრეგის ბაზაზე ამჟამად დაახლოებით 50377 ჯარისკაცი იმყოფება. სექტემბრის მონაცემებით, წელს ამ ბაზაზე მივლენილი 31 ჯარისკაცი დაიღუპა, აქედან თითქმის ნახევარმა თავი მოიკლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system