თავში

აშშ-ში გემი მგზავრებთან ერთად ჩაიძირა

აშშ-ში გემი მგზავრებთან ერთად ჩაიძირა
აშშ-ში გემი მგზავრებთან ერთად ჩაიძირა
© USCG Heartland

შეერთებულ შტატებში, ლუიზიანის სანაპიროებთან, მექსიკის ყურეში, ქარიშხლის გამო კომერციული თვითმავალი გემი ჩაიძირა, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

ცნობილია, რომ ხომალდმა სამაშველო სიგნალი გუშინ ღამე მისცა. მაშველებმა მხოლოდ 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

"ჩვენ კვლავ ვეძებთ ხალხს. 12 ადამიანის ბედი უცნობია", - განაცხადეს აშშ-ის სანაპირო დაცვაში.

მაშველების თქმით, სამაშველო ოპერაციაში ორი ნავი, ვერტმფრენი და ოთხი სამოქალაქო გემი მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system