თავში

აშშ-ში გლობალური დათბობის ზარალი 100 მილიარდ დოლარს აღწევს

აშშ-ში გლობალური დათბობის ზარალი 100 მილიარდ დოლარს აღწევს
აშშ-ში გლობალური დათბობის ზარალი 100 მილიარდ დოლარს აღწევს

აშშ-ის ხელისუფლება წელს გლობალური დათბობის ზარალი 100 მილიარდ დოლარად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-ჯერსის შტატში გამოსვლისას განაცხადა.

„მხოლოდ წელს გლობალურმა დათბობამ 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მოგვაყენა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან გაიხსენა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ის ეწვია ნიუ-ჯერსის, რომელიც ქარიშხალ "იდას" შედეგად დაზარალდა.

ბაიდენმა სტიქია კლიმატის ცვლილებას დაუკავშირა.

"ამის შემდეგ ფედერალურმა მთავრობამ შტატის დაახლოებით 30,000 მაცხოვრებლისთვის დახმარება დაამტკიცა, ასევე 150 მილიონი აშშ დოლარი რემონტისთვის, ჩანაცვლებისთვის, ქირისა და სხვა საჭიროებებისთვის გამოყო. 2010-დან 2020 წლამდე პერიოდში ამ შტატში ამინდის 24 ექსტრემალური მოვლენა მოხდა", - დასძინა ბაიდენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system