თავში

აშშ-ში ჰიმნად ჯონ ლენონის IMAGINE-ს გამოცხადებას ითხოვენ

აშშ-ში ჰიმნად ჯონ ლენონის IMAGINE-ს გამოცხადებას ითხოვენ
აშშ-ში ჰიმნად ჯონ ლენონის IMAGINE-ს გამოცხადებას ითხოვენ

აშშ-ში პოლიციელის მიერ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული ანტირასისტული პროტესტის მონაწილეები სახელმწიფო ჰიმნის "The Star-Spangled Banner"-ის შეცვლის ინიციატივით გამოვიდნენ.

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ კომპოზიცია, რომელშიც მონათმფლობელი ფრენსის სკოტ ქეის მიერ 1814 წელს დაწერილი პოემის "Defence of Fort M'Henry" ტექსტია გამოყენებული, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლა შეუფერებელია. აქტივისტთა ერთი ნაწილი ალტერნატივად ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის ჰიტს Imagine-ს ასახელებს.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სან ფრანცისკოში ფრენსის სკოტ ქეის სკულპტურა დაარბიეს და მასზე წარწერა - "რასისტული ჰიმნი" დატოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system