თავში

აშშ-ში ინდიელების წმინდა გამოქვაბული გაყიდეს

​აშშ-ში ინდიელების წმინდა გამოქვაბული გაყიდეს
აშშ-ში ინდიელების წმინდა გამოქვაბული გაყიდეს

აშშ-ში აუქციონზე ე.წ. "ნახატების გამოქვაბული" გაყიდეს, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს. მასში უნიკალური ნახატებია, რომელთა ასაკი 1000 წელს აღემატება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ისტორიული ობიექტი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ტერიტორია, რომელიც ტყესაც მოიცავს, მას 2,2 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

აუქციონი ინდიელთა ოსეიჯის ტომმა გააპროტესტა, რომელიც ამ მიწის ყირვას აპირებდა. მათი მიზანი ამ
"წმინდა მიწის დაცვა და შენახვა იყო", რადგან ინდიელთა წინაპრები იქ რიტუალებისა და გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის იყენებდნენ.

გამოქვაბულის გაყიდვას ანთროპოლოგებიც აპროტესტებდნენ. მათი თქმით, გამოქვაბულის კედლებზე 290 უძველესი ნახატი იყო, რაც მისურიში ძირძველი მოსახლეობის უმდიდრეს კოლექციას წარმოადგენდა. ნახატები, უმეტესად, ნახშირით იყო შესრულებული.

"ამერიკელი ინდიელებისთვის წმინდა ადგილის აუქციონზე გაყიდვა ნამდვილად არასწორი სიგნალია. ეს იგივეა, რაც აუქციონზე სიქსტეს კაპელა გაიტანო", - განაცხადა ანთროპოლოგმა, ქეროლ დიაზ-გრანადოსმა.

ამ ფაქტს "ჭეშმარიტად გულსატკენს" ოსეიჯის ტომის წარმომადგენლებიც უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი წინაპრები აქ 1300 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

"ეს ჩვენი მიწა იყო. მისურისა და ილინოისის მასშტაბით, მათ შორის" სურათების გამოქვაბულში", ასობით ათასი ჩვენი წინაპარია დაკრძალული", - განაცხადეს ტომის წევრებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system