თავში

აშშ-ში Johnson & Johnson COVID-19-ის ვაქცინის მე-3 ფაზის ტესტირებას იწყებს

აშშ-ში Johnson & Johnson COVID-19-ის ვაქცინის მე-3 ფაზის
აშშ-ში Johnson & Johnson COVID-19-ის ვაქცინის მე-3 ფაზის ტესტირებას იწყებს

აშშ-ში კომპანია Johnson & Johnson კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევებს იწყებს.

შეერთებულ შტატებში Johnson & Johnson უკვე მეოთხე კომპანიაა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაზე მასშტაბურ კლინიკურ კვლევებს აწარმოებს. ერთჯერადი ვაქცინის კვლევაში მონაწილეობას 60 000-მდე ზრდასრული ადამიანი მიიღებს.

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Johnson & Johnson ერთჯერადი ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს, დანარჩენები კი ორ დოზაზე. 

”დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინის ერთი დოზა ძალიან ეფექტური იქნება”, - განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის ტესტირება, არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, მექსიკაში, პერუში, სამხრეთ აფრიკასა და შეერთებულ შტატებში ჩატარდება.

ევროკომისიის მიერ დამტკიცებული ვაქცინაში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ებოლას, ასევე ზიკას და აივ ვაქცინის კანდიდატებს შორის, გამოყენებული იყო ადამიანის ადენოვირუსული ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაშიც გამოიყენებს. კომპანიის თქმით, ამ ტექნოლოგიით აღნიშნულ დაავადებებზე 100 000-ზე მეტი ადამიანის ვაქცინაცია განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system