თავში

აშშ-ში Johnson & Johnson's-ის ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ში Johnson & Johnson's-ის ვაქცინა დაამტკიცეს
აშშ-ში Johnson & Johnson's-ის ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ CNN წერს. 

ამჟამად, შეერთებულ შტატებში მოსახლეობას კორონავირუსზე სამი ვაქცინით ცრიან, კერძოდ Moderna-ის, Pfizer/BionTech-ისა და Johnson & Johnson-ის მიერ შემუშავებული პრეპარატებით.

აშშ-ში აქამდე დამტკიცებული ვაქცინებისგან განსხვავებით, Johnson & Johnson ვექტორული ვაქცინაა. ამას გარდა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, ასაცრელად Johnson & Johnson-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი ინექციაა საჭირო.

Johnson & Johnson მარტის ბოლომდე ვაქცინის 20 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს, ხოლო ივნისის ბოლოს ინექციების რაოდენობა 100 მილიონამდე გაიზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system