თავში

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ქუჩაზე სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ქუჩაზე სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის ქუჩაზე სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მინეაპოლისში, იმ ქუჩაზე სადაც გასულ წელს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი სამართალდამცავების მიერ დაკავებისას დაიღუპა, სროლა მოხდა. ამ ადგილს მას შემდეგ ფლოიდის სახელი ეწოდა. სისხლიან დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულის ვინაობა არ ხმაურდება. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამაკაცი დაჭრილი დახვდათ, რომელიც საავადმყოფოსი მიყვანისას გარდაიცავალა. თვითმხილველების განცხადებით თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. ეჭვმიტანილი მანქანით გაიქცა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system