თავში

აშშ-ში კამპუსში მცხოვრები სტუდენტებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

აშშ-ში კამპუსში მცხოვრები
აშშ-ში კამპუსში მცხოვრები სტუდენტებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

აშშ-ში, იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები სტუდენტებისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.  

მოთხოვნა ძალაში შევა შემოდგომაზე, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება.

ზემოთხსენებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს კორნელისა და ბრაუნის უნივერსიტეტებმაც.

ვაქცინის დოზების არ მიღების საპატიო მიზეზად მხოლოდ რელიგიური და სამედიცინო გამონაკლისები ჩაითვლება. ამასთან, უნივერსიტეტები დაეხმარებიან სტუდენტებს ხელი შეუწყონ, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ აცრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system