თავში

აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის პირველი თვითმხილველები დაკითხეს

​აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის პირველი თვითმხილველები დაკითხეს
აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის პირველი თვითმხილველები დაკითხეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობების გამოძიების ფარგლებში პირველი მოსმენა გამართა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მოსმენის დასაწყისში კაპიტოლიუმის პოლიციაზე დონალდ ტრამპის მომხრეების თავდასხმის ამსახველი ვიდეო ავრცელებს.

შემდეგ სიტყვა გადაეცა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც იმ დღეს მუშაობდნენ.

"მრისხანე ბრბო მე და ჩემს კოლეგებს გვცემდა, გვირტყამდა, გვიჯიკებდა, ქიმიკატებს გვასხამდა, ლაზერით თვალებს გვიბრმავებდა", - განაცხადა ერთ-ერთმა პილიციელმა.

სამართალდამცავების თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქმედებები კოორდინირებული და დაგეგმილი იყო.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ 49 წლის ქალს ინდიანიდან კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე პირველი განაჩენი გამოუტანეს.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system