თავში

აშშ-ში ქარიშხალ "იდას" 71 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ "იდას" 71 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ქარიშხალ იდას 71 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ "იდას" სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო АВС News იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლუიზიანის შტატში 29 აგვისტოდან დაფიქსირდა 15 დაღუპვა. ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, რის გამოც დაღუპულთა რიცხვი შესაძლაო გაიზარდოს.

ქარიშხალ "იდას" მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ის ლუიზიანაში ქარიშხალ "კატრინას" მიერ გამოწვეული სტიქიის 16 წლისთავზე გამოჩნდა. "კატრინამ" 16 წლის წინ, 1 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system