თავში

აშშ-ში კენედის მკვლელობის დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნეს

​აშშ-ში კენედის მკვლელობის დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნეს
აშშ-ში კენედის მკვლელობის დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნეს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც 1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. საბუთები აშშ-ის ეროვნული არქივის ვებგვერდზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

ამასთან, ეროვნული არქივისა და დოკუმენტაციის სამმართველო ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული, ადრე გასაიდუმლოებული ჩანაწერების დამუშავებას აგრძელებს და ზოგიერთი მათგანი ახლა ქვეყნდება.

ეს კეთდება პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულების შესაბამისად, რომელიც მოითხოვს იმ დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლის გასაჯაროება შესაძლებელია.

წინასწარი შეფასებით, დოკუმენტების ნაწილობრივ რედაქტირებული (დაჩრდილული) ამჟამინდელი პუბლიკაცია, სავარაუდოდ, არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების გაგებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამავდროულად, არ არის გამორიცხული რომ ამან თითქმის 60 წლის წინანდელი მოვლენების გარშემო დებატების მორიგი ტალღა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად 1960 წელს აირჩიეს. 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატში, დალასში მგზავრობისას მანქანაში გასროლით მოკლეს. მკვლელობაში ოფიციალურად ლი ჰარვი ოსვალდი დაადანაშაულეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system