თავში

აშშ-ში ხანძრის გაჩენის შედეგად 10 000 ჰექტარი ფართობი დაიწვა

აშშ-ში ხანძრის გაჩენის შედეგად 10 000 ჰექტარი ფართობი დაიწვა
აშშ-ში ხანძრის გაჩენის შედეგად 10 000 ჰექტარი ფართობი დაიწვა

აშშ-ში, ალბუკერკეკეს კარსონის ეროვნულ ტყეში ხანძრის გაჩენის შედეგად 10 000 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ KOB ავრცელებს. 

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანძრის სიმაღლე 5 კილომეტრს აღწევს, მაგრამ ამჟამად ახლომდებარე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის ჩამოვარდნამ გამოიწვია, რადგან მათ ამის ხმა გაიგეს, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

"სახელმწიფო პოლიცია ვერტმფრენით დაფრინავს, რათა გაარკვიოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა მათ ძლიერი კვამლის გამო უკან დაიხიეს", - განაცხადა აშშ-ის სატყეო სამსახურის უფროსმა.

ადგილზე ჰაერში ხანძრის გასაკონტროლებლად სახანძრო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system