თავში

აშშ-ში "ხანგრძლივი" კოვიდის შესასწავლად ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყვეს

​აშშ-ში "ხანგრძლივი" კოვიდის შესასწავლად ნახევარი მილიარდი დოლარი
აშშ-ში ხანგრძლივი კოვიდის შესასწავლად ნახევარი მილიარდი დოლარი გამოყვეს

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) COVID-19-ის გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად 470 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

SARS-CoV-2–ით ინფიცირების შემდეგ ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება. თუმცა, პაციენტთა მნიშვნელოვან რაოდენობაში სიმპტომები, შესაძლოა, ოთხ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდეს. ამ მდგომარეობას გრძელვადიანი COVID ეწოდება.

ივნისში, NIH–მა გამოაცხადა პროგრამა RECOVER-ის შექმნის შესახებ. მისი მიზანია შესწავლა, თუ როგორ და რატომ აქვთ კორონავირუსგადატანილ ადამიანებს სიმპტომები, რომლებიც დიდხანს გრძელდება და მოიცავს: დაღლილობას, გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვას, ხველას და გონების დაბინდვას.

ახალი გეგმების მიხედვით, ოქტომბრიდან, RECOVER 30-40 ათას ზრდასრულსა და ბავშვს აყვანის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. დადგენილია, რომ COVID-19–ით დაავადებულთა 10-30 პროცენტს გრძელვადიანი შედეგები აღენიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system