თავში

აშშ-ში ხორცის მწარმოებელმა მუშაობა კიბერთავდასხმის გამო შეაჩერა

​აშშ-ში ხორცის მწარმოებელმა მუშაობა კიბერთავდასხმის გამო შეაჩერა
აშშ-ში ხორცის მწარმოებელმა მუშაობა კიბერთავდასხმის გამო შეაჩერა

მსოფლიოში უმსხვილესი ხორცის მწარმოებლის ამერიკულმა განყოფილებამ JBS USA კიბერთავდასხმის გამო მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური პრობლემა ავსტრალიის განყოფილებაშიც დაფიქსირდა.

JBS USA-მ ჯერ არ იცის, მოხვდა თუ არა ჰაკერების ხელში კლიენტების, თანამშრომლებისა და მიმწოდებლების მონაცემები. სპეციალისტების თქმით, ინციდენტი, შესაძლოა, გარკვეულ ტრანზაქციებზე აისახოს.

JBS Foods-ის ავსტრალიურ განყოფილებაში განაცხადეს, რომ კიბერთავდასხმის სამიზნე კომპანიის საინფორმაციო სისტემები იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system