თავში

აშშ-ში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა

​აშშ-ში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის ახალი მუტირებული სახეობა დაფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთში ცირკულირებს.  შტატის გუბერნატორის, ჯარედ პოლისის თქმით, СOVID-19-ის ახალი სახეობა გამოუვლინდა 20 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ინფიცირებული ახლა იზოლაციაში იმყოფება. ამჟამად მედიკოსები მამაკაცის ახლო კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.

"COVID-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ ის ბევრად უფრო გადამდებია. კოლორადოს მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ამ შემთხვევას ყურადღებით დავაკვირდებით", – განაცხადა ჯარედ პოლისმა.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს. COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system