თავში

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო - განახლებულია

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო
აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო - განახლებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ CNN წერს.

პირველმა მონაწილემ დოზა უკვე მიიღო.

10:14

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინას პირველი მოხალისე 16 მარტს მიიღებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

კლინიკურ ცდებში მონაწილეობას 45 ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. კვლევები სიეტლის Kaiser Permanente Washington Health Research Institute-ის ბაზაზე ჩატარდება.

ვაქცინა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების მიერ არის შექმნილი. მასში კომპანია Moderna Inc მონაწილეობდა.

წყაროების ინფორმაციით, ვაქცინის სრულყოფილი დანერგვისთვის 12-დან 18-თვემდე პერიოდია საჭირო.

მათი თქმით, ვაქცინის მიღების შედეგად ინფიცირება გამორიცხულია, რადგან ის ვირუსის ნიმუშებს არ შეიცავს. ექსპერიმენტის მიზანია დადგინდეს, ხომ არ შეიცავს ვაქცინა სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

ამჟამად აშშ-ში თითქმის 3,5 ათასი ადამიანია ინფიცირებული. 65 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system