თავში

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 290 920-ს მიაღწია. პანდემიას 7 844 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 13 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 440 ადამიანი. 

შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50 შტატში ფიქსირდება. ვაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა ნიუ-იორკშია გამოვლენილი, სადაც ინფიცირებულთა რადენობა 113 704-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 565-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system