თავში

აშშ-ში კოვიდ ვაქცინას მწეველები უფრო ადრე მიიღებენ, ვიდრე არამწეველები

აშშ-ში კოვიდ ვაქცინას მწეველები უფრო ადრე მიიღებენ, ვიდრე არამწეველები
აშშ-ში კოვიდ ვაქცინას მწეველები უფრო ადრე მიიღებენ, ვიდრე არამწეველები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, მწეველებს კორონავირუსზე ვაქცინაცია არამწეველებზე ადრე უნდა ჩაუტარდეთ. ამის შესახებ CNN წერს.

ფედერალური სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, 65 წლამდე მწეველები COVID-19-ის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, ამიტომ რეკომენდირებულია, თუ ისინი ვაქცინაციის საწყის ფაზაში აიცრებიან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციით, მწეველებს ვაქცინაცია 1C ფაზაში უნდა ჩაუტარდეთ. თუმცა, აღნიშნულ საკითხს თითოული შტატი დამოუკიდებლად გადაწყვეტს. 

აღნიშნული რეკომენდაცია უკვე ამოქმედდა ნიუ-ჯერსისა და მისისიპის შტატში. 

ცნობისთვის, 1C ფაზა მოიცავს 65-74 წლის ასაკის პირებს, ასევე 16-64 წლის ასაკის ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. 1A ფაზა მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებსა. ხოლო 1B ფაზა მოიცავს 75 წელს გადაცილებულ პირებს.

CDC-ის აღნიშნულმა რეკომენდაციამ და მწეველთათვის პრიორიტეტის მინიჭებამ სხვადასხვა სფეროს მუშაკთა უკმაყოფილება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system