თავში

აშშ-ში ლეკვი 6 თათითა და 2 კუდით დაიბადა

​აშშ-ში ლეკვი 6 თათითა და 2 კუდით დაიბადა
აშშ-ში ლეკვი 6 თათითა და 2 კუდით დაიბადა

აშშ-ის ოკლაჰომას შტატში ლეკვი 6 თათითა და 2 კუდით დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლეკვი ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის მეტისია. ვეტერინარების თქმით, ლეკვი 8 და-ძმასთან ერტად ძლიერი ქარბუქის დროს დაიბადა. ის კლინიკაში სტიქიის შემდეგ მიიყვანეს.

"ლეკვს ერთი თავი, ორი რეპროდუქტიული სისტემა, ორი კუდი და ექვსი თათი აქვს", - განაცხადეს ვეტერინარებმა.

მიუხედავად ამისა, ცხოველის ორგანოების მდგომარეობა შესანიშნავია. ყველა თათი მოძრაობს და რეაგირებს. ექიმების თქმით, ლეკვს დამატებითი ფიზიოთერაპია დასჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system