თავში

აშშ-ში მამაკაცმა სასკოლო ავტობუსი გაიტაცა და გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა

​აშშ-ში მამაკაცმა სასკოლო ავტობუსი გაიტაცა და გაჩერებულ მანქანებს დაე
აშშ-ში მამაკაცმა სასკოლო ავტობუსი გაიტაცა და გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა

ნიუ-იორკში მამაკაცმა სასკოლო ავტობუსი გაიტაცა და რბოლა მოაწყო, რის შემდეგაც იქვე გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა. ინფორმაციას NBC New York ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ავტობუსის გატაცება ქალაქის წყნარ უბანში მოხდა.

თავდამსხმელის დასაკავებლად პოლიციას გზების გადაკეტვა მოუწია. მამაკაცი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც ნიუ-იორკის სამართალდამცავებმა გაარკვიეს, მამაკაცის მიმართ ჩადენილი დანაშაული პირველი არ არის. თუმცა, მისი მოტივები ამ დროისთვის უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system