თავში

აშშ-ში მასშტაბური მუსიკალური აუქციონი გაიმართა

​აშშ-ში მასშტაბური მუსიკალური აუქციონი გაიმართა
აშშ-ში მასშტაბური მუსიკალური აუქციონი გაიმართა

აშშ-ში მასშტაბური, სამდღიანი მუსიკალური აუქციონი გაიმართა, რომლის ფარგლებში 1000-ზე მეტი ლოტი გაიყიდა. ჯამურმა ღირებულებამ 5 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

ღონისძიების ორგანიზატორი Julien's Auctions გახდა. აუქციონის ფარგლებში მუსიკალური ინსტრუმენტები, სამახსოვრო ნივთები, ტანსაცმელი და პირადი ნივთები. მათ მფლობელთა შორის ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორიცაა კურტ კობეინი, The Beatles, ელვის პრესლი, შერი, ლედი გაგა, მადონა, ჯიმი ჰენდრიქსი, უიტნი ჰიუსტონი და The Doors.

კურტ კობეინის ნახატი, რომელიც 1992 წელს ჯგუფის პრომო-ტურის დროს შეიქმნა, 281 250 დოლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასს, 10 000 დოლარს, 28-ჯერ აღემატება. პრინსის 1994 წლის გიტარა Blue Cloud 281 250 დოლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასს, 60 000 დოლარს თითქმის 5-ჯერ აღემატება. ელტონ ჯონის წითელმა როიალმა Yamaha-მ, რომელსაც მუსიკოსის ავტოგრაფიც ახლდა თან, გადაინაცვლა ახალ მეპატრონესთან, რომელმაც ლოტში 150 000 დოლარი გადაიხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system