თავში

აშშ-ში მილიონერების გადასახადი გაიზრდება

აშშ-ში მილიონერების გადასახადი გაიზრდება
აშშ-ში მილიონერების გადასახადი გაიზრდება

აშშ მილიონერებისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებას გეგმავს. პროექტის ინიციატივა სენატორთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელთა ხელმძღვანელი ელიზაბეთ უორენია. დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეებს, ვისი წლიური შემოსავალიც 50 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდეა, ბიუჯეტში მოგების 2% უნდა გადაიხადონ. თუ შემოსავალი 1 მილიარდზე მაღალია, მაშინ ისინი 3%-ით დაიბეგრებიან. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, ეს აშშ-ის ეკონომიკას უფრო სამართლიანს გახდის, ქვეყნის ბიუჯეტს კი 10 წლის განმავლობაში დამატებით 3 ტრილიონ დოლარს მოუტანს.

"გავლენიანი და ძალიან მდიდარი ადამიანები კანონზე იმდენად მაღლა დადგნენ, რომ მოსახლეობის 0,1 %-თვის, რომელთაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ, გაცილებით დაბალი საგადასახადო სისტემა მოქმედებს, ვიდრე გადასახადის გადამხდელი დანარჩენი 99%-ისთვის. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება,რომ პანდემიის დროს მათი შემოსავალი 40%-ით გაიზარდა", - აცხადებენ პროექტის ავტორი სენატორები.

კანონის მიღების შემთხვევაში აშშ-ის 100 უმდიდრეს ადამიანს 2021 წლის განმავლობაში, გადასახადის სახით, 78 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ახალ კანონზე დაყრდნობით, ჯეფ ბეზოსის წლიური საშემოსავლო გადასახადი მინიმუმ 5,4 მილიარდი, ილონ მასკის - 5,2 მილიარდი, ბილ გეითსის კი - 4 მილიარდი დოლარი იქნებოდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system