თავში

აშშ-ში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს
აშშ-ში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ფოიერვერკების ფონზე, მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ბალტიმორში ქრისტეფორე კოლუმბის სულ 3 ძეგლი დგას. დემონსტრანტებმა კოლუმბის ერთ-ერთი ქანდაკება თოკების მეშვეობით ჩამოაგდეს, ხოლო შემდგომ წყალში გადააგდეს. 

ხოლო ქალაქ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს, მომიტინგეებმა პროტესტის ნიშნად, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის დროშები დაწვეს. 

აშშ-ში მიმდინარე აქციების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ძეგლთა დაცვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული კანონის თანახმად, ფედერალური მთავრობა უფლებამოსილია, 10 წლამდე ვადით დააკავოს ყველა ის პირი, ვინც ვანდალური ქმედებით ანადგურებს ძეგლს, ქანდაკებას ან სხვა ასეთი სახის სახელმწიფო ქონებას. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამერიკაში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯონ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტირასისტული საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეებმა სამოქალაქო ომის პერიოდის სამხრეთელი პოლიტიკოსების ძეგლების სტიქიურად ჩამოგდება დაიწყეს. მათ შორის მოჰყვა ამერიკის აღმომჩენი ქრისტოფერ კოლუმბის ძეგლიც. კოლუმბი მემარცხენე აქტივისტებმა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულეს, მისი მონუმენტი ჩამოაგდეს და წყალში გადააგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system