თავში

აშშ-ში მომიტინგეებმა მონათმფლობელის ქანდაკება მდინარეში გადააგდეს

აშშ-ში მომიტინგეებმა მონათმფლობელის ქანდაკება მდინარეში გადააგდეს
აშშ-ში მომიტინგეებმა მონათმფლობელის ქანდაკება მდინარეში გადააგდეს

აშშ-ში,  ნიუ-ორლეანში  რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცნობილი მონათმფლობელის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარე მისისიპიში გადააგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  Fox News ავრცელებს.

მომიტინგეებმა მონათმფლობელის ქანდაკება ჩამოაგდეს, ქუჩებში ჩამოატარეს, შემდგომ კი ორ სატვირთო მანქანაში ჩადეს და მდინარემდე მიიტანეს. სატვირთო მანქანის მძღოლები დააკავეს.

ნიუ-ორლეანის მერმა, ლატოია კანტელმა დემონსტრაცია დაგმო და მას უკანონო უწოდა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system