თავში

აშშ-ში მონადირეს საკუთარი შვილი ირემში აერია და მოკლა

აშშ-ში მონადირეს საკუთარი შვილი ირემში აერია და მოკლა
აშშ-ში მონადირეს საკუთარი შვილი ირემში აერია და მოკლა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ელირიაში მონადირე მამაკაცს შვილი ირემში აერია და შემთხვევით მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Columbus Dispatch იუწყება.

გამოცემის ცნობით, 2 დეკემბერს 63 წლის ბრედლი სმიტი თავის 28 წლის ვაჟ ენდრიუსთან და მეგობრებთან ერთად ირმებზე სანადიროდ წავიდა. მამაკაცები გამოცდილი მონადირეები იყვნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგულარულად ნადირობდნენ.

უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:45 საათზე მოხდა. შებინდებისას მონადირეებმა ნარინჯისფერი სამონადირეო ტანსაცმელი ჩაიცვეს. ენდრიუს მანათობელი ჟილეტის ჩაცვმა დაავიწყდა და მამამ შემთხვევით მას ესროლა. ენდრიუ მაშინვე გარდაცვალა. 

გარდაცვლილის მამას ბრალი არ წაუყენეს, ვინაიდან უბედური შემთხვევა დაზარალებული ბრალით მოხდა, რადგან მან უსაფრთხოების წესები დაარღვია და სპეციალური აღჭურვილობა არ ჩაიცვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system