თავში

აშშ-ში მოზარდები ძარცვისთვის Tinder-ს იყენებდნენ

აშშ-ში მოზარდები ძარცვისთვის Tinder-ს იყენებდნენ
აშშ-ში მოზარდები ძარცვისთვის Tinder-ს იყენებდნენ

აშშ-ის პოლიციამ ცემაში, ყაჩაღობასა და გატაცებაში ბრალდებული ორი 18 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა დააკავა. ისინი პოტენციურ მსხვერპლებს Tinder-ის გამოყენებით პოულობდნენ.

გამოძიების თანახმად, თინეიჯერი გოგონა არაერთხელ დაეხმარა მეგობრებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.

პოლიციის ცნობით, ახალგაზრდები რამდენიმე ადამიანს თავს დაესხნენ. დაზარალებულები სარდაფში ჩაკეტეს, სცემეს, გაძარცვეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ.

თავდამსხმელებმა ერთ-ერთ გატაცებულს წაართვეს მანქანის გასაღები, ტელეფონი, ჭკვიანი საათი და საფულე, შემდეგ კი მისი მანქანა გაიტაცეს. Tinder-ის კიდევ ერთ მომხმარებელს თანხა არ ჰქონდა თან, ამიტომ მძარცველებმა იგი ბანკომატისკენ წაიყვანეს და 100 დოლარის გამოტანა აიძულეს.

სავარაუდო დამნაშავეებს ერთ-ერთი დაზარალებულის მოპარული ტელეფონის საშუალებით მიაკვლიეს. პოლიციამ მოწყობილობა ახალგაზრდა მამაკაცის მოპარულ მანქანაში იპოვა.

ორ 18 წლის დაკავებულ ბიჭს ბრალი წაუყენეს გატაცებისა და ყაჩაღობისთვის. გოგონას ასევე ბრალი წაუყენეს მანქანის ქურდობის, დამძიმებულ გარემოებაში გატაცებისა და ყაჩაღობისთვის. სამივე სასამართლოს წინაშე მალე წარდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system