თავში

აშშ-ში მოზარდებისთვის Pfizer-ის ბუსტერების გამოყენებას მხარი დაუჭირეს

​აშშ-ში მოზარდებისთვის Pfizer-ის ბუსტერების გამოყენებას მხარი დაუჭირეს
აშშ-ში მოზარდებისთვის Pfizer-ის ბუსტერების გამოყენებას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალურმა ცენტრმა (CDC) 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის Pfizer-ისა და BioNTech-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერების გამოყენებას მხარი დაუჭირა. Report.ge-ს ცნობით, განცხადება CDC-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მანამდე რევაქცინაციის რეკომენდაცია მხოლოდ 16-17 წლის მოზარდებისთვის იყო გაცემული.

"CDC რეკომენდაციას უწევს, რომ 12-17 წლის მოზარდებმა ბუსტერი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან ხუთი თვის შემდეგ მიიღონ", - განაცხადეს უწყებაში.

CDC-ის მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების "ბუსტერები" შტამ "ომიკრონისგან" და SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტებისგან დაცვის გაზრდას უწყობს ხელს.

ეს დასკვნა აშშ-ის ცენტრებმა მოზარდებში ვაქცინის 25 მილიონზე მეტი დოზის გამოყენების შემდეგ გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system