თავში

აშშ-ში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

​აშშ-ში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
აშშ-ში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში, აეროპორტთან ახლოს საფოსტო კომპანია FedEx-ის ერთ-ერთ ფილიალში სროლა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არიან დაშავებულები. მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. მედიის ცნობით, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

მეორე შეირაღებული თავდასხმა ტეხასის შტატში, სან-ანტონიოს აეროპორტში მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ჯერ მანქანით აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს შეეჯახა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოხტა და შენობისა და პოლიციის მისამართით განურჩევლად სროლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მისი ადგილზე ლიკვიდირება მოახდინეს. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, მათ თავდამსხმელთან შეხება ადრეც ჰქონდათ. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system