თავში

აშშ-ში პირბადეების რეჟიმი იანვრამდე გაგრძელდება

​აშშ-ში პირბადეების რეჟიმი იანვრამდე გაგრძელდება
აშშ-ში პირბადეების რეჟიმი იანვრამდე გაგრძელდება

თეთრი სახლი აშშ-ში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტობუსებში, ასევე აეროპორტებსა და სადგურებში პირბადეების რეჟიმი 18 იანვრამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, გეგმების შესახებ მსხვილ ამერიკულ ავიაკომპანიებს 17 აგვისტოს აუწყეს.

ამჟამად პირბადეების რეჟიმი ტრანსპორტში 13 სექტემბრამდე მოქმედებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ახლანდელი მოთხოვნა პირბადეების ტარების შესახებ ყველა სახის სამგზავრო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის ტაქსზე ვრცელდება, ასევე სატრანსპორტო კვანძებზე: აეროპორტები, მატარებლის სადგურები, საზღვაო პორტები, ავტობუსები და საბორნე ტერმინალები, მეტროსადგურები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system