თავში

აშშ-ში პიცას ნარჩენებისგან გააკეთებენ

​აშშ-ში პიცას ნარჩენებისგან გააკეთებენ
აშშ-ში პიცას ნარჩენებისგან გააკეთებენ

აშშ-ში, სან-ფრანცისკოში შეიქმნა საწარმო, რომელშიც პიცას კვებითი ნარჩენებისგან დაამზადებენ.

ბრენდი, სახელწოდებით Ugly Pickle Co., შეფ-მზარეულებმა დევიდ მერფიმ და კაილა აბემ შექმნეს. თავიანთ პროდუქტს ისინი მოფერებით "ნაგვის ღვეზელებს" ეძახიან.

შეფ-მზარეულებმა აღნიშნეს, რომ პიცის წარმოებაში გამოყენებული იქნება ინგრედიენტები, რომლებსაც, როგორც წესი, ნაგავში აგდებენ. პიცების შემადგენლობაში შესაძლებელი იქნება სუბპროდუქტების, მახინჯი ბოსტნეულისა და ხილის, აგრეთვე გადამუშავებული მარცვლეულის პოვნა.

მზარეულების თქმით, მათ სურთ აჩვენონ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკვების ნარჩენების შემცირება შესაძლებელია. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ასეთი სტარტაპი დაეხმარება ფერმერებს, რომელთაგანაც პიცის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენა მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system