თავში

აშშ-ში პროტესტის ნიშნად პირბადეები დაწვეს

აშშ-ში პროტესტის ნიშნად პირბადეები დაწვეს
აშშ-ში პროტესტის ნიშნად პირბადეები დაწვეს

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სამედიცინო პირბადეები დაწვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News იუწყება. 

გამოცემის ცნობით, 6 მარტს გამართულ აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის არასრულწლოვნებმაც.

მომიტინგეები ადგილობრივ ხელისუფლებას სამედიცინო პირბადეების სავალდებულო ტარების წესის გაუქმების მოთხოვნით მიმართავდნენ. პირბადეების ტარება აშშ-ის 7 შტატშია სავალდებულო. 

სოციალურ ქსელში ვიდეოები გავრცელდა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ დემონსტრანტები ნიღბებს ცეცხლმოკიდებულ კასრში ისვრიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system