თავში

აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება - PHOTO

აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება
აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება - PHOTO

შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სახლი ლოს ანჯელესის პრესტიჟულ უბანში ბელ-ეარში იყიდება. სასახლის, სახელწოდებით The One-ის ღირებულება 340 მილიონ დოლარს შეადგენს.

შენობა, რომლის ფართობი 9,8 ათასი კვადრატული მეტრია, ასევე უდიდესი კერძო სახლია მსოფლიოში. სასახლეს აქვს 21 საძინებელი, 42 სააბაზანო, ხუთი საცურაო აუზი, ბოულინგის ოთხი ზოლი, 30 მანქანის ავტოფარეხი, კინოთეატრი და საქველმოქმედო ღონისძიების ცალკე შენობა. სასახლეში ინტერიერი მარტივი ავეჯით და ნეიტრალური ფერებით გამოირჩევა. სახლი გაფორმებულია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით.

ქონების მფლობელი ამერიკელი კინოპროდიუსერი და დეველოპერი ნიალ ნიამია. მან The One-ის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. ცნობილია, რომ სახლის მშენებლობაში 600 ადამიანი მონაწილეობდა.

"როდესაც მონა ლიზაზს იშვიათი რამე გაქვს, შეგიძლია ითხოვო რამდენიც გინდა", - განაცხადა სახლის მფლობელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system