თავში

აშშ-ში "რემდესივირით"მკურნალობა ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ში "რემდესივირით"მკურნალობა ოფიციალურად დაამტკიცეს
აშშ-ში რემდესივირითმკურნალობა ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საავადმყოფოებში ანტივირუსული პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებში აცხადებენ, რომ კლინიკური კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ "რემდესივირმა" პაციენტების გამოჯანმრთელების დრო 5 დღით შეამცირა.

"რემდესივირი" არის COVID-19-ის პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც FDA-სგან თანხმობა მიიღო.

"ანტივირუსული პრეპარატით "რემდესივირით" მკურნალობა 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებს შეუძლიათ, რომელთა წონაც სულ მცირე 40 კილოგრამია. მისი გამოყენება მხოლოდ საავადმყოფოშია შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებით, "რემდესივირით" მკურნალობის ოფიციალური დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსზე "რემდესივირით" მკურნალობდნენ, 10 დღეში გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი, ვინჩ პლაცებოს იყენებდა - 15 დღეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ანტივირუსულ პრეპარატ "რემდესივირს" მცირედი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების გადარჩენაზე, თუმცა ფარმაცევტულმა კომპანია "Gilead-მა" ეს კვლევის შედეგები უარყო.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) "რემდესივირის" გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის მაისში დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system