თავში

აშშ-ში რესტორნის კლიენტმა პერსონალის თითო წევრს 200 დოლარი დაუტოვა

​აშშ-ში რესტორნის კლიენტმა პერსონალის თითო წევრს 200 დოლარი დაუტოვა
აშშ-ში რესტორნის კლიენტმა პერსონალის თითო წევრს 200 დოლარი დაუტოვა

აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში მამაკაცმა რესტორანში ივახშმა და პერსონალს დამატებითი 5600 დაუტოვა. ამის შესახებ CNN იუწყება.

მედიის ცნობით, რესტორანში 28 თანამშრომელი მუშაობს. თანხის თანაბრად გადანაწილების შემდეგ, თითო ადამიანმა 200 დოლარი მიიღო.

"ფინანსური კუთხით პანდემიამ ჩვენს რესტორანზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გადავრჩენილვიყანით. შემდეგ მოდის ეს ჯენტლმენი და ჩაიზე ყველა თანამშრომლისთვის 5600 დოლარს გვიტოვებს", - განაცხადა რესტორნის მფლობელმა და შეფ-მზარეულმა, მუსა სალუჰმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი პერსონალის რამდენიმე წევრს ნაძვის ხის და საშობაო საჩუქრების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი ამ მამაკაცის წყალობით, მათთვის ეს შესაძლებელი გახდა.

რესტორნის მფლობელის თქმით, ამგვარი კეთილი ქმედებები ყველას იმედს უსახავს, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system