თავში

აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს, შეიძლება, TikTok აუკრძალონ

​აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს, შეიძლება, TikTok აუკრძალონ
აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს, შეიძლება, TikTok აუკრძალონ

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა, ჯოშ ჰოულიმ და რიკ სკოტმა დღეს წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ყველა სახელმწიფო მოხელის ტელეფონში აპლიკაცია TikTok-ს კრძალავს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

"TikTok ჩინურ კომპანიას ეკუთვნის, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრები შედიან და კანონით მომხმარებელთა შესახებ მონაცემები პეკინს უნდა წარედგინოს", - განაცხადა ჰოულიმ.

სენატორის თქმით, უამრავმა ფედერალურმა სააგენტომ უკვე აღიარა, რომ TikTok აშშ-ის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და სახელმწიფო მოწყობილობებზე მისი ადგილი არ არის.

მანამდე, იანვარში, სამსახურებრივ მოწყობილობებზე აპლიკაცია თანამშრომლებს აშშ-ის სახელმწიფო და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტებმა აუკრძალეს.

აპლიკაცია TikTok მოკლე ვიდეორგოლების შექმნის შესაძლებლობას იძლევა და მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system