თავში

აშშ-ში სამხედრო პილოტები ჰიჯაბის, ჩალმის და წვერის ტარებას შეძლებენ

​აშშ-ში სამხედრო პილოტები ჰიჯაბის, ჩალმის და წვერის ტარებას შეძლებენ
აშშ-ში სამხედრო პილოტები ჰიჯაბის, ჩალმის და წვერის ტარებას შეძლებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები სამხედრო მოსამსახურეებისთვის დრეს-კოდის პოლიტიკას ცვლის. ამიერიდან პილოტებს არა მხოლოდ წვერის, არამედ ჰიჯაბის და ჩალმის ტარების უფლებაც აქვთ. ამის შესახებ CNN წერს.

ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობას სურს მხარი დაუჭიროს მუსულმანებსა და სიქხებს, რომლებიც ქვეყნის ჯარში მსახურობენ, მაგრამ ამავდროულად მათ საკუთარი რელიგიური ტრადიციების დაცვა სურთ.

CNN-ის ინფორმაციით, პირობა მხოლოდ ერთია - "ყველაფერი აკურატულად და კონსერვატიულად უნდა გამოიყურებოდეს".

მანამდე სამხედრო მოსამსახურეებს ჩალმისა და ჰიჯაბის ტარებაზე ინდივიდუალური ნებართვის მიღება შეეძლოთ, თუმცა ამისთვის განაცხადის შეტანა იყო საჭირო. მისი განხილვა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა.

პენტაგონის გადაწყვეტილებას მუსულმანთა უფლებადამცველები უკვე მიესალმნენ.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ პრინციპებს, როგორც ყველა კონფესიის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გადადგმულ ნაბიჯს", - განაცხადა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს დირექტორმა ეროვნული კომუნიკაციის საკითხებში, იბრაჰიმ ჰუპერმა.

უფლებადამცველები აშშ-ს თავდაცვის უწყებას მოუწოდებენ, ახალი ზომები ჯარებისა და შეიარაღებული ძალების სხვა ჯგუფებშიც დააწესონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system