თავში

აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე მანქანა ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი

​აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე მანქანა ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი
აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე მანქანა ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში წითელი ფერის ჯიპი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე დიდი სიჩქარით შევარდა. დაღუპულია რამდენიმე და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს.

დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.

ზოგიერთი თვითმხილველისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს. საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system