თავში

აშშ-ში საშობაოდ გრინჩის გამოქვაბული ქირავდება

​აშშ-ში საშობაოდ გრინჩის გამოქვაბული ქირავდება
აშშ-ში საშობაოდ გრინჩის გამოქვაბული ქირავდება

აშშ-ში საშობაო დღესასწაულებში გრინჩის გამოქვაბულის ქირაობა შესაძლებელი. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

იდეის ავტორების თქმით, შენობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც შობის ახლებურად და დაუვიწყარ გარემოში აღნიშვნა სურს.

გამოქვაბული იუტაში მდებარეობს, ქირის ფასი კი დღეში 19 დოლარია. დამსვენებლების განკარგულებაშია უზარმაზარი ფართობი სამზარეულოთი, მუსიკალური ოთახით, ორი საძინებლით.

ყველა ოთახი ფილმის "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა" სტილშია გაფორმებული.

გარდა ამისა, შესასვლელთან სტუმრებს თავად გრინჩის სახელით დაწერილი წერილი დაელოდება. მასში ზღაპრის პერსონაჟი სტუმრებს ესალმება და აცნობებს, რომ გამოქვაბული მათ დაუტოვა, რათა საშობაო აურზაურისთვის თავი აერიდებინა.

”მე მინდა, ისევ მოვიპარო შობა? შესაძლოა“, - ნათქვამია წერილში.

იდეის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათი შეთავაზება ძალიან მოთხოვნადია. გამოქვაბული 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით უკვე დაჯავშნილია და განაცხადების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system