თავში

აშშ-ში, შესაძლოა, ვაქცინების მილიონობით დოზა გადაყარონ

აშშ-ში, შესაძლოა, ვაქცინების მილიონობით დოზა გადაყარონ
აშშ-ში, შესაძლოა, ვაქცინების მილიონობით დოზა გადაყარონ

მიმდინარე აპრილში აშშ-ის ხელისუფლებამ, თრომბის საშიშროების გამო, Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. 10 დღის შემდეგ ვაქცინაცია განახლდა, თუმცა ამ წამლის მიმართ ნდობა შემცირდა. მილიონობით დოზა ამ დრომდე საავადმყოფოებშია და მათი ვადა ივნისში იწურება. როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს ვადის გასვლამდე, ვაქცინის მილიონობით დოზის გამოყენება ვერ მოესწრება, ხოლო, რა ბედი ეწევათ ვაქცინებს ჯერ-ჯერობით უცნობია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, პაციენტებმა Johnson & Johnson-ის  21,4 მილიონი დოზიდან მხოლოდ ნახევარი მიიღეს მაშინ, როდესაც  Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების უკვე 83%-ია  გამოყენებული.

Johnson & Johnson-ით აცრისას ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა გამოიყენება. ამასთან, მათი შენახვა  ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. 

მისი გამოყენება დამზადებიდან 3 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. კომპანია ამჟამად იკვლევს, შესაძლებელია თუ არა ვადის გაგრძელება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system