თავში

აშშ-ში შესვლა ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან 30 დღით შეიზღუდება

აშშ-ში შესვლა ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან 30 დღით შეიზღუდება
აშშ-ში შესვლა ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან 30 დღით შეიზღუდება

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, შეერთებულ შტატების საზღვრები დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეთათვის 30 დღით ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ქვეყანაში შესვლა შეიზღუდება. დონალ ტრამპის გადაწყვეტილებით, შტატებში შესვლა შეიზღუდა შენგენის წევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის. შეზღუდვები შეეხო: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთს, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, ისლანდიას, ლატვიას, იტალიას, ლიხტენშტეინს, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთს, შვედეთსა და შვეიცარიას.

თუმცა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების დიდი მაჩვენებლის გამო, მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეზღუდვები დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზეც გავრცელდება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დროულად არ მიიღო უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები და ჩინეთთან და დანარჩენ სახიფათო ქვეყნებთან მიმოსვლის შეზღუდვა ძალიან დააგვიანა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 2 499 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 51 დაავადებას ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system