თავში

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მკვლელი, რომელმაც მსხვერპლი ჯადოს გაკეთებაში დაადანაშაულა

​აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მკვლელი, რომელმაც მსხვერპლი ~
აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მკვლელი, რომელმაც მსხვერპლი ჯადოს გაკეთებაში დაადანაშაულა

აშშ-ში 50 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. მან 19 წლის წინ გააუპატიურა და მოკლა ქალი, რომელსაც იმაში ადანაშაულებდა, რომ მას ჯადო გაუკეთა. ამის შესახებ CNN წერს.

დანაშაულის ჩადენის მომენტში უილიამ ემეთ ლექროი გამოსაცდელი ვადით, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მანამდე მან ციხეში 10 წელი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისთვის, გაუპატიურებისთვის, ძარცვისთვისა და დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმისთვის გაატარა.

2001 წელს მან 30 წლის მედდის, ჯოან ლი თისლერის სახლში შეაღწია, გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ მანქანა გაიტაცა და კანადის საზღვარს მიაშურა, სადაც დააკავეს.

ფსიქიატრებს მკვლელმა განუცხადა, რომ ქალი, რომელიც მისი ტოლი იყო, ბავშვობაში მისი ძიძა გახლდათ და 20 წლის წინ უილიამზე სექსუალურად იძალადა. ასევე, ის თვლიდა, რომ ქალმა ჯადო გაუკეთა.

უილიამ ემეთ ლექროის სასიკვდილი ინექცია შეუყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system