თავში

აშშ-ში სიკვდილით დასჯა აღდგება

​აშშ-ში სიკვდილით დასჯა აღდგება
აშშ-ში სიკვდილით დასჯა აღდგება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ნებართვა გასცა, რათა აღდგეს სიკვდილით დასჯა იმ პირებისთვის, რომელთა წინააღმდეგ განაჩენი ფედერალურმა სასამართლოებმა გამოიტანეს. დროებითი აკრძალვა 2014 წლიდან მოქმედებდა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის, უილიამ ბარის თქმით, სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს მოვალეობაა იმ ადამიანების მსხვერპლის ოჯახების მიმართ, რომლებსაც ასეთი განაჩენი გამოუტანეს.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად ასეთი 60 პატიმარია, მათ შორის ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის ორგანიზატორი ჯოხარ ცარნაევი.

ბარის თქმით, უახლოეს მომავალში 4 სიკვდილო განაჩენი აღსრულდება.

სიკვდილით დასჯა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განკარგულებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2014 წელს ოკლაჰომას ციხის თანამშრომლებს სასიკვდილო ინიექციის შესაყვანად პატიმრის ვენის პოვნისთვის ერთი საათი დასჭირდათ. სასიკვდილო დასჯის შესახებ ფედერალური პროტოკოლის გადახედვა 2019 წელს დასრულდა.

ამასთან, დროებითი აკრძალვა მხოლოდ ფედერალური სასამართლოების განაჩენებს ეხებოდა. რეგიონალური სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები აღსრულებას ექვემდებარებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system