თავში

აშშ-ში სროლას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

აშშ-ში სროლას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
აშშ-ში სროლას 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მიჩიგანის შტატში, დეტროიტის გზატკეცილზე, სროლის ორი ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც 2 წლის ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში ცეცხლი ერთი ავტომობილიდან მეორის მიმართულებით გახსნეს, რომელშიც 2 და 9 წლის ბავშვები იმყოფებოდნენ. ორივე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა, უმცროსის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 9 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

მეორე სროლაც მანქანებს შორის განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ცეცხლის გახსნის მოტივი ამ ეტაპამდე უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system