თავში

აშშ-ში სროლას 5 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა

​აშშ-ში სროლას 5 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა
აშშ-ში სროლას 5 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა

აშშ-ში, ინდიანაპოლისში უცნობმა პირმა 5 ადამიანი მოკლა და მიიმალა. მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალია.

სამართალდამცავებმა დაღუპულები დორის სხვადასხვა ინტერვალში იპოვეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული პირველი ორი მსხვერპლი ინდიანაპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში, დღის 4 საათზე აღმოაჩინეს. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, სხვა დაღუპულებსაც მიაგნეს. გარდაცვლილთა ვინაობა და ჰქონდათ თუ არა მათ ერთმანეთთან რაიმე კავშირი, არ ხმაურდება.

სამართალდამცავებმა მომხდარი მასობრივ მკვლელობად შეაფასეს. მათი განცხადებით, ფაქტს შემთხვევითი ხასიათი არ ჰქონია. მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. დამნაშავის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system